უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ მცირე, 243 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყებიდან 12 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, ხუთ მილიონზე მეტი კი ქვეყნიდან გავიდა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა სამშობლოში მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.