უკრაინის პრეზიდენტის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდება. მისი თქმით, ამერიკელ მომლაპარაკებლებს შეხვედრები როგორც კიევში, ისე მოსკოვში ექნებათ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში მდებარე „კოკა-კოლას“ ქარხანაზე დრონით განხორციელებულ იერიშზე და განაცხადა, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის მკაფიო სიგნალია. მისი თქმით, შეუძლებელია, რუსებს არ სცოდნოდათ, რომ ეს ამერიკული ობიექტი იყო.