უკრაინის პრეზიდენტის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ათეულობით ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს, მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავზე ყურადღება გამოიჩინეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას თან ერთვის ფოტო, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი შენობები და ნაგებობები, რომლებიც მხარდაჭერის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. მათ შორის არის თბილისის ანძაც.