უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის აეროდრომებზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ბრწყინვალეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ოპერაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა. მისი თქმით, 117 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ოპერაციის ე.წ. ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, „ეფ ეს ბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა.