უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

პუტინი, ფაქტობრივად, უარს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამას ხშირად აკეთებს, ის პირდაპირ არ ამბობს „არას“, მაგრამ აკეთებს ისე, რომ აჭიანურებს ყველაფერს და ნორმალურ გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი რუსული მანიპულაციაა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის კონტროლსა და შემოწმების ორგანიზებაზე და უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამის უზრუნველყოფა რეალურად შესაძლებელია ამერიკული და ევროპული შესაძლებლობებით.