ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასა და აშშ-ს ძლიერი ურთიერთობა აქვთ, აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. უკრაინა უკან არ იხევს და მზადაა, შეთანხმებას ხელი მოაწეროს. მისივე თქმით, სჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გაგრძელდება, რადგან უკრაინას წარმატება სჭირდება. რუსეთთან ომის დასრულებამდე, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გადადგება, თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება.