უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში ჩავიდა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„შევხვდი ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპორიჟიეში, სადაც გავცვალეთ არსებითი მოსაზრებები ატომური სადგურისა და მისი პერსონალის დაცვის საკითხზე. დავადასტურე, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მხარს უჭერს უკრაინის ბირთვულ ობიექტებს“, – წერს რაფაელ გროსი.
ზელენსკიმ და გროსიმ ერთად მოინახულეს დნეპრის ჰიდროელექტროსადგური.