უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება

„თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.“ – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმაბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენ არ დავიცავთ უკრაინას, ის დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი განადგურდება“, – ამბობს შმიგალი. უკრაინის მთავრობის მეთაურმა ასევე წარმომადგენელთა პალატის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა შაბათს, 20 აპრილს გაიმართება. უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი ჯამში 61 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.