უკრაინის გენერალური პროკურორის გაცხადება

უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. ირინა ვენედიქტოვას ცნობით, ამჟამად უკრაინული მხარე 13 ათასამდე საქმეს იძიებს, რომლებიც მხოლოდ სამხედრო დანაშაულებს უკავშირდება. მისივე თქმით, ბრალი 50-მდე პირს უკვე წარუდგინეს. ცნობისთვის, 23 მაისს კიევში, უკრაინის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ, 21 წლის რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ვადიმ შიშიმარინს ბრალი ედებოდა სუმის ოლქში 62 წლის უიარაღო პირის განზრახ მკვლელობაში.