უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და საერთაშორისო თანამეგობრობას, შეერთებულ შტატებს, კანადას, ჩინეთს, თურქეთსა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს დახმარებას სთხოვენ. მთავარი მოთხოვნაა, გადაარჩინონ მარიუპოლში მყოფი სამხედროები. ასევე, გამოიყვანონ იქ ამ დრომდე დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები.