უკრაინის დაზვერვის სამსახურის ბრალდება - შეფასებები

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ბრალდება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებების დასადასტურებლად, საჭირო უტყუარი ფაქტები. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ აქტიური კომუნიკაცია უნდა აწარმოოს უკრაინულ მხარესთან, რომ არსებულ შეკითხვებს პასუხები გაეცეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს.