უკრაინელი ლტოლვილების მძიმე გზა ევროპაში

ტრაგედია, რომელმაც სამ მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად აქცია – საომარი მოქმედების ზონიდან დევნილი ბავშვები და ქალები თავშესაფარს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ეძებენ. რეისი კრაკოვი-ბერლინი – გერმანია ომის სისასტიკეს გამოქცეული დევნილების შეფარებას განაგრძობს, ბოლო დღეებში მათ 10 000-ზე მეტი პირი უკვე მიიღეს. ლტოლვილთა ნაკადები ბერლინში პოლონეთის გავლით მოხვდნენ, მათი უმრავლესობა ხარკოვსა და მიკოლაივიდანაა.

რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად, ოჯახებსა და საკუთარ სახლებს იძულებით დაშორებულმა ადამიანებმა არ იციან, სად წავლენ და როგორი მომავალი ექნებათ, თუმცა ომის დასრულებისა და საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედს არ კარგავენ…

ომის უმძიმესი ისტორიებით გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძე და ლუკა ჩხაიძე ბერლინის სადგურიდან.