უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა სამ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად აქცია.

ყველაზე მეტი, ორ მილიონზე მეტი მოქალაქე პოლონეთმა მიიღო. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ახლა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სოფელ მედიკაში იმყოფება. სწორედ ამ დასახლებაშია განთავსებული მთავარი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, საიდანაც უკრაინიდან წამოსული ადამიანები მეზობელ ქვეყანაში გადადიან. გამშვებ პუნქტთან მოქალაქეებს მოხალისეები ხვდებიან, პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფენ და შემდეგ ავტობუსებით ორგანიზებულად იმ ქალაქში გადაჰყავთ, საიდანაც მატარებლებით სხვადასხვა ქალაქში ანაწილებენ.

გაბრიელ ნაპოლეონე ელბაქიძე და ლუკა ჩხაიძე მუშაობენ უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან.