უკრაინელი ბავშვები სტუმრად პარლამენტში

საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლა.

მოზარდები ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის ქალაქ ლვოვის სამუსიკო სკოლიდან ჩამოვიდნენ. ბავშვებმა საკანონმდებლო ორგანო დაათვალიერეს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. სპიკერმა მათ საპატიო სტუმრის სიგელები და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.