უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. ერთი მებრძოლის დაღუპვისა და ერთის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ გაავრცელა. მისი ცნობით, შემთხვევა რუბეჟნოიში მოხდა, როდესაც დანაყოფი ტერიტორიის სამხედრო გაწმენდის ოპერაციას აწარმოებდა, ისინი მტრის ძალებთან შეტაკებაში შევიდნენ. კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ კი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდა. სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ მეომრები, ამ ეტაპზე უცნობია. სამი ქართველი მებრძოლის დაღუპვისა და ერთის მძიმედ დაჭრის შესახებ ცნობას უკრაინაში საქართველოს ელჩი ადასტურებს.