უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები გრძელდება

12:13, 22.03.2022

დღეს უკრაინაში ომის 27-ე დღე გათენდა. ქვეყნის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალებს ამ დროისთვის საბრძოლო მასალების, სურსათისა და საწვავის სამი დღის მარაგები დარჩათ. საოკუპაციო ძალები მათ შევსებას საავტომობილო ავზების გადაზიდვით ახორციელებენ. უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. განადგურებულია 14 ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა, სამი საარტილერიო სისტემა. მარიუპოლის დამცველებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის საპატრულო კატარღა. ამასთან, უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამეში მტრის ავიაცია უფრო აქტიურად მოქმედებდა.

მსგავსი