უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სხვა ქართველი მებრძოლების ცნობით, დაღუპულს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა, რა დროსაც ზურგში ესროლეს. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ცხედრის გადმოსვენებისათვის აუცილებელი პროცედურები უკვე დაწყებულია. საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.