რუსებმა „ისკანდერის“ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში, ბელგოროდის რეგიონში, სლობოჟანსკის მიმართულებით განალაგეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული. მათივე ცნობით, ბელარუსის ჯარების გარკვეული ნაწილები განაგრძობენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადაფარვას, ბრესტისა და გომელის რეგიონებში. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილები რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში უკრაინა-რუსეთის საზღვრის ინტენსიურ დაცვას ცდილობენ. უკრაინის საზღვრიდან სამ კილომეტრში, ბრიანსკის რეგიონში, ოკუპანტები პოზიციებს აძლიერებენ. ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 4 ტანკი, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და 5 ერთეული საარტილერიო სისტემა.