პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთისგან სამშვიდობო სიგნალი შეიძლება გახდეს ყველა უკრაინელისთვის გათავისუფლება. მისი თქმით, უკრაინა მზადაა გაცვლისთვის, პრინციპით „ყველა ყველაზე“, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის სამი წლისთავზე იმართება. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ ომი გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპასთან ერთად.
კიევში უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე 13 ქვეყნის ლიდერი ესწრება. მათ შორის კანადა, ბალტიისპირეთიდან ჩრდილოეთის ევროპისა ლიდერები და ევროკავშირის მაღალჩინოსნები იმყოფებიან.