უკრაინაში ომის 1048 დღე და ზელენსკის გზავნილები

უკრაინის პრეზიდენტი ომის დასრულების გზებზე და დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოლოდინებზე საუბრობს. პოდკასტერ ლექს ფრიდმანისთვის მიცემულმა სამსაათიანმა ინტერვიუმ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის გეგმაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გზებზე სასაუბროდ პირველი შეხვედრა ჯერ აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან უნდა გაიმართოს, შემდეგ კი შეთანხმებული გეგმა ვლადიმერ პუტინს უნდა გააცნონ. ზელენსკი სამმხრივ აუდიენციას გამორიცხავს. ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის პირობებიც – უსაფრთხოების გარანტიები, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის ძლიერ პოზიციას განსაზღვრავს და სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინა აღარ გამოიყენებს.

უსაფრთხოების გარანტიაში ზელენსკი ნატო-ში ნაწილობრივ წევრობას გულისხმობს და ელოდება, რომ ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპისგან ამ გარანტიებს მიიღებს. ინტერვიუს დროს კითხვა დაისვა ომის დროს დასავლეთიდან მიღებულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზეც. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკული კომპანიების მხრიდან კორუფციაზეც მიანიშნა. ზელენსკის მის ქვეყანაში არსებულ კორუფციაზეც მოუხდა საუბარი.