რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს ბომბავს. ოკუპანტების სამიზნე ამჯერად ხარკოვი გახდა. საფოსტო ოფისზე, სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ვითარება რთულია ფრონტის ხაზზე, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ყველაზე ცხელი წერტილი ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებია, სადაც ვითარება კრიტიკულია. პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი სამხედროები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე. ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთი ინფორმაციას არ ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს სთხოვს.