უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მისი თანამებრძოლები და მეგობრები ავრცელებენ. მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მარიუპოლში აზოვის დანაყოფში იბრძოდა და მასთან დაკავშირებას ოჯახი რამდენიმე დღე ვერ ახერხებდა.

ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ, მეგობრების ინფორმაციით, მის ოჯახს უკვე შეატყობინეს. უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ამ დროისთვის მათთან ოფიციალური ინფორმაცია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ არ შესულა.