უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა – გარდაცვლილია ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე. თანამებრძოლების ინფორმაციით, ის 23 აპრილს, ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმის დაცვის დროს დაიღუპა.
ვიტალი ორბელაძე აფხაზეთიდან დევნილი იყო და კიევში ცხოვრობდა. მას ექვსი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავდა. ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი უკრაინაში. დიპლომატის ცნობით, ვიტალი ორბელაძე უკრაინაში დაკრძალეს.