უკრაინაში დაღუპული რატი შურღაიას ჩამოსვენების პროცედურები დაწყებულია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, რატი შურღაიას საქართველოში ჩამოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.  ინფორმაციას საქართველოს პირველ არხთან უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილი ადასტურებს. მათი ინფორმაციით, შურღაიას რუსულ არმიასთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, ორჯერ განუვითარდა კანტუზია, თუმცა მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა.