უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს ქაშვეთის ეკლესიაში. საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას, უკრაინის ქალაქ ირპენში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. მისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. დაღუპულის ჩამოსვენებას ისინი მუხლმოდრეკილი და სანთლებით ხელში დახვდნენ. დავით გობეჯიშვილს დღეს საღამოს ტყიბულში გადაასვენებენ. ქართველ მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.