უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვა

15:24, 08.11.2022

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიგა გაგნიძე დღეს ზესტაფონში, საგვარეულო საფლავზე დაკრძალეს. მანამდე კი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გაიმართა. 40 წლის გიგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. მისი ჯგუფი კერძო სამხედრო დანაყოფ „ვაგნერის“ ალყაში მოხვდა. ჯარისკაცი უკრაინის 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

მსგავსი