უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, კახა თილიძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მებრძოლი გამორჩეულ მეთაურად და სამშობლოს პატრიოტად მოიხსენიეს. კახა თილიძე დაბომბვას ემსხვერპლა.