უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი

ამ წუთებში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი გრიგოლიას აბაშაში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე კრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა.

41 წლის გიორგი გრიგოლია 31 მაისს დონეცკის ოლქის, ბახმუტის მიდამოებთან ბრძოლისას დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. მისი ცხედარი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს.