უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ალუდა ზვიადაურის ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. 42 წლის ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გუშინ საღამოს გადაასვენეს. მანამდე კი დაღუპული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. ალუდა ზვიადაური 18 ივნისს სევეროდონეცკში, ფრონტის ხაზზე ოკუპანტის ტყვიას იმ დროს ემსხვერპლა, როცა დაჭრილების დახმარებას ცდილობდა. ის მე-16 ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. ქართველ მებრძოლს 28 ივნისს სოფელ გომბორში დაკრძალავენ.