უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდები იმართება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდები იმართება თბილისში. გია ბერიაშვილის ცხედარი თემქის სასაფლაოსთან არსებულ, წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარშია დასვენებული. დავით რატიანს კი, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ხვალ, 25 მარტს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ. შაბათს ორივე მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.