უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინიდან ჩამოსვენებული სამხედროს, გია ბერიაშვილის ცხედარი თემქის სასაფლაოსთან მდებარე წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარშია დასვენებული. აქ შეკრებილები არიან ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც მოქალაქეებისგან სამძიმარს იღებენ. რაც შეეხება მეორე სამხედროს, დავით რატიანს, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლშია დასვენებული. რატიანს ხვალ ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ. შაბათს კი ორივე დაღუპულს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.