უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

12:16, 23.04.2022

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით და ანთებული სანთლებით დახვდნენ.

არკადი კასრაძე ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა. ხვალისთვის იგეგმება მასთან ერთად 16 აპრილს უკრაინაში დაღუპული ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას საქართველოში ჩამოსვენება.

ვაკო ორმოცაძე იმყოფება ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც არკადი კასრაძის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

მსგავსი