უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში მიმდინარე ომს ქართველი მებრძოლები ეწირებიან. გუშინ კიდევ სამი ქართველი დაიღუპა რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში. სამშობლოში მათი გადმოსვენების საკითხზე კი მუშაობა უკვე მიმდინარეობს. არიან დაჭრილებიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში სულ 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათი გადმოსვენება ეტაპობრივად ხდება. გაურკვეველია მხოლოდ ერთი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხი, რადგან ის მარიუპოლში დაიღუპა და ქალაქი ამ დრომდე ალყაშია მოქცეული.