უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში რუსულ საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლაში დაღუპულ დავით მენაბდიშვილს, რუსთავში დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. 49 წლის ქართველ მებრძოლს ცოლი და ორი შვილი დარჩა. მენაბდიშვილი უკრაინაში 2014 წელსაც იბრძოდა. ის კიდევ ერთ ქართველ მებრძოლთან, 21 წლის ნიკა შანავასთან ერთად, 9 აპრილს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად დაიღუპა. დავით მენაბდიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ვაკო ორმოცაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.