უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

ამ დრომდე უცნობია როდის გადმოასვენებენ სამშობლოში უკრაინაში დაღუპულ კიდევ ორ ქართველ მებრძოლს. ზურაბ შანავა და დავით მენაბდიშვილი ხარკოვის ოლქში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტაკებისას დაიღუპნენ. საჰაერო იერიშის დროს დაშავდა რვა ქართველი სამხედრო. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რა ხდებოდა ოკუპანტების შეტევამდე ადგილზე, დეტალებს შანავასა და მენაბდიშვილის თანამებრძოლები იხსენებენ. ქართველი ჯარისკაცები ასევე გვიყვებიან, რომ სიტუაცია უმძიმესია. ქალაქების უმეტესობა, რომლებიც რუსებისაგან უკვე გაათავისუფლეს, დანაღმულია და მებრძოლებს განსაკუთრებული სიფრთხილით უწევთ მოქმედება.