უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო და საკონსულო, ყველა შესაბამის პროცედურას უზრუნველყოფენ, რათა დაღუპული ქართველი მებრძოლები – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში დროულად გადმოასვენონ. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.