უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ამ წუთებში ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ალექსანდრე მარტიაშვილს, კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლთან, მიხეილ ყაფლანიშვილთან ერთად, შაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.