უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის პანაშვიდი გაიმართა

უკრაინაში ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის პანაშვიდი გაიმართა. მათ ხსოვნას პატივი ქართველმა და უკრაინელმა მებრძოლებმა მიაგეს.

საქართველოს მოქალაქეების ცხედრებს ახლა პოლონეთში გადაასვენებენ, საიდანაც მოხდება სამშობლოში გადმოსვენება.

დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა ქალაქ იზიუმთან ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ ავიაიერიშებს შეეწირნენ.