უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ზაზა ბიწაძე რუსთავში გადაასვენეს

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული ზაზა ბიწაძე რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. 51 წლის მებრძოლს სამშაბათს რუსთავის სიონის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რის შემდეგაც ქართველ ჯარისკაცს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ზაზა ბიწაძე უკვე მეორე რუსთაველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

9 აპრილს რუსებმა რუსთავის კიდევ ერთი მკვიდრი დავით მენაბდიშვილი მოკლეს.