უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. მეომრისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. რატი შურღაიას საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, ორჯერ განუვითარდა კანტუზია. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, შურღაიამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ ფრონტის წინა ხაზზე წავიდა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.