უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა შანავას სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ

დღეს, 17 აპრილს უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველს მებრძოლს, ნიკა შანავა სამხედრო პატივით დაკრძალავენ საგვარეულო სასაფლაოზე. ნიკა შანავა 21 წლის იყო. ის ძმასთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისედ 15 მარტს წავიდა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს ამ დრომდე 9 ქართველი მებრძოლი შეეწირა. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა 9 აპრილს, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად დაბომბვის დროს დაიღუპნენ. კიდევ ორი ქართველი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კი 18 მარტს, კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს მოკლეს. ქალაქ ირპენში, 26 მარტს, შეტაკებებს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. მისი გადმოსვენება საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქის ბლოკადის გამო ვერ ხერხდება.