უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა შანავას დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ნიკა შანავას დღეს საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ნიკა შანავა 21 წლის იყო. ის ძმასთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად, უკრაინაში მოხალისედ 15 მარტს წავიდა.