უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ. ამ დროისთვის სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობს. გია ბერიაშვილის ცხედარი თემქის სასაფლაოსთან მდებარე წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარშია დასვენებული. დავით რატიანს კი ქაშვეთის ეკლესიაში, 16 საათისთვის გადაასვენებენ.