უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ბრძოლისას მოკლეს. ის ქალაქ ირპენთან რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა. ასევე, 17 მარტს, ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს კი მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.