უკრაინას მინისტრთა ახალი კაბინეტი ჰყავს

უკრაინას მინისტრთა ახალი კაბინეტი ჰყავს. რადაში გამართული ხანგრძლივი სხდომის შემდეგ, კანონმდებლებმა, 290 ხმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ალექსეი გონჩარუკი აირჩიეს.

რაც შეეხება 15 სამინისტროს, თითქმის ყველა მათგანში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა. თანამდებობები შეინარჩუნეს მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა და ფინანსთა მინისტრმა, ოქსანა მარკაროვამ. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი კი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას.

როგორ გადაინაწილეს წამყვანი სამინისტროები პოლიტიკოსებმა და რა ცვლილებებს ჰპირდებიან ისინი უკრაინელებს. დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.