უკრაინამ კრასნოდარის მხარეზე დრონებით იერიში მიიტანა

12:17, 12.08.2026

უკრაინამ კრასნოდარი დაბომბა – მხარის გუბერნატორის ცნობით, იერიშები ასეული უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს. ნოვოროსიისკში დრონების ნამსხვრევები 21 საცხოვრებელ სახლსა და ოთხ საწარმოს დაეცა, რის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის განცხადებით, ტემრიუკის რაიონში ნამსხვრევები კერძო სახლის ეზოში ჩამოვარდა,  დაშავდა ერთი ადამიანი, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს. პარალელურად, რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ხერსონში ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

მსგავსი