უკრაინა თავდაცვის მინისტრს ცვლის

ომში მყოფი უკრაინა თავდაცვის მინისტრს ცვლის. პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, ალექსეი რეზნიკოვმა გადადგომის მოთხოვნით რადას უკვე მიმართა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილება რომ ტექნიკური ხასიათის არ არის, ამაზე ყველა თანხმდება. ოფიციალური ვერსიით, თავდაცვის სამინისტრო ახალ იდეებსა და კომუნიკაციას საჭიროებს.

არაოფიციალური ვერსიით კი, რეზნიკოვის გადადგომის მიზეზი თავდაცვის უწყებაში დაფიქსირებული კორუფციის შემთხვევებია. რეზნიკოვის მსგავსად, სამხედრო გამოცდილება არც თავდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდატს აქვს. რუსტემ უმეროვი ყოფილი ბიზნესმენია, თუმცა, უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ ის საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს და პარტნიორებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

თამთა რუხაძე დეტალებით.