უკრაინა საქართველოს „ბუკის“ სისტემების დაბრუნებას სთხოვს

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი. მედიის ცნობით, უკრაინის მოთხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ აშშ-სთან შეთანხმება, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც. ამასთან, უკრაინული მხარე კვლავ უარყოფს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას.