უკრაინა-საქართველო - 79:66

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან 79:66 დამარცხდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა ლატვიაში გაიმართა და მატჩი პირველი წუთიდან უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა.

საფინალო სირენის შემდეგ ინციდენტიც მოხდა – უკრაინის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა, თუმცა, მოულოდნელად შეტრიალდა და ჩვენი გუნდის მისამართით უხამსი ჟესტით ქართველი კალათბურთელების გაღიზიანება გამოიწვია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელებს ამ ინციდენტზე არ უსაუბრიათ. ინციდენტს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე გამოეხმაურა.