უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე

კრემლი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად ნიადაგს ამზადებს. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ მოსკოვი უკვე გამოცდილ ხერხს იყენებს. კერძოდ, პენტაგონის ინფორმაციით, ვაშინგტონს აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთის სპეციალური სამსახურების თანამშრომლები, დივერსიული ჯგუფები უკრაინის ტერიტორიაზე უკვე მუშაობენ. შესაბამისი ფონის შექმნა მიმდინარეობს მედიაშიც.

აშშ კრემლს მის მიერვე დაძაბული ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს და მოლაპარაკების მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. რუსეთი სამხედრო აგრესიის გეგმას უარყოფს და აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების მოთხოვნაზე წერილობით პასუხს ელოდება.

ქეთი ჩოხელის სიუჟეტი.